ს პ ა

Vardzia Resort

05 მაისი 2019

კომენტარები ჯერ არ არის

სპა

სასიამოვნოდ დამღლელი, საინტერესო და ემოციებით სავსე დღის ბოლოს განტვირთვისა და ყოველგვარი დაძაბულობისა და სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება, დაგვეთანხმებით, საუნა, ჯაკუზი ან სარელაქსაციო მასაჟია. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი თავს არაამქვეყნიურ სამოთხეში გაგრძნობინებთ, სადაც ყველაფერი სასიამოვნოდ მსუბუქი, ჰარმონიული და პოზიტიურია.

ვარძიარეზორტი გთავაზობთ სურნელოვან არომათერაპიის მასაჟებს, რაც მომენტალურად გაგათავისუფლებთ სტრესისა და დაძაბულობისგან. კლასიკურ, სარელაქსაციო თუ ხელისა და ფეხის რეფლექსური მასაჟი კი მოგიხსნით დაჭიმულობასა და ტკივილს და მოგანიჭებთ სიმსუბუქესა და სიამოვნებას. აიუვერდული მასაჟი გამოკვებავს თქვენ კანს და მიანიჭებს მას სიჯანსაღეს. საუნა, სტიმი და მცენარეული აბაზანები კი, მეხუთე ელემენტის მსგავსად, იზრუნებს იმაზე, რომ პროცესი თქვენთვის დაუვიწყარი და ახალი ენერგიის მომნიჭებელი იყოს.