ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

შეეხე ისტორიას

მუდმივად ღია ჭიშკარში ფეხს შემოდგამთ თუ არა, მაშინვე მოხვდებით დროის გვირაბში, რომელსაც თანამედროვე კომფორტის თანხლებით, უძველეს მესხურ ტრადიციებსა და კულტურასთან მიყავხართ.

აქ თქვენ დაგხვდებათ უძველესი გამოქვაბულები, მონასტერი, ჩანჩქერი, ტერასები და აუზები, სპა, კომფორტული ოთახები, ღვინის დეგუსტაცია და  კულინარიული მასტერკლასები და შთამბეჭდავი ხედი ვარძიის კომპლექსზე.

ეს იმ ყველაფრის არასრული ჩამონათვალია, რაც ერთიანობაში ისტორიასთან, კულტურასთან, ტრადიციებსა და ქართულ ადათ-წესებთან სიახლოვეს გიქმნით.

აქ ყველაფერია საიმისოდ, რომ მოწყდეთ ცხოვრების ყოველდღიურობას და სასიამოვნოდ განიტვირთოთ.

3-01

ნაამბობი

ვარძია – XII საუკუნის სამონასტრო კომპლექსი – საქართველოს სამხრეთდასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძიდან 30 კმის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალ კლდეში, ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ხალხური თქმულებით, ერთხელ, როცა საქართველოს მომავალი ქალი მეფე თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. ბიძამ ბავშვი თვალთახედვიდან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ასე გამოეხმაურა: “აქა ვარ ძია!”. მეფე გიორგი III- ბრძანებით კომპლექსს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე დაერქვა

14-01
vazi

კიდევ უფრო ადრე

ვარძიის ისტორია არა XII საუკუნეში, ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის მშენებლობით, არამედ უფრო ადრეულ ხანაში იწყება, როდესაც ეტაპობრივად  ყალიბდებოდა ჩვენი ქართული ისტორია და კულტურა და რისთვისაც იმთავითვე თავდაუზოგავად იღწვოდნენ, იბრძოდნენ და შრომობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.

სწორედ ამან განაპირობა ჩვენი განზრახვა, რომ სამცხე-ჯავახეთის ამ უნიკალურ ადგილზე შეგვექმნა ვარძიარეზორტის სახით ხიდი ისტორიასა და თანამედროვეობას შორის.

ვარძიარეზორტი უნიკალურია იმით, რომ აქ ერთმანეთს ერწყმის მესხეთის ისტორია და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ჩვენი მისიაა მაქსიმალური კომფორტი შევუქნათ საქართველოს უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლის – ვარძიის ნებისმიერ მნახველს.

vardz2-01
რუკა-და-ვარძია

შემოგარენი

ვარძიარეზორტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიითა და ტრადიციებით გამორჩეულ მხარეში – სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ეს ნაწილი ჩვენი ქვეყნის განვითარების ყოველ ეტაპზე უდიდეს როლს თამაშობდა საქართველოს ისეთად ჩამოყალიბებაში, როგორიც ის დღეს  არის.

ვარძია ერთადერთი ძეგლი არაა, რომლითაც საქართველოს ეს მხარე თავს იწონებს. ირგვლივ უამრავი კულტურული თუ არაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შევხვდებით, ხერთვისის ციხის, ვანის ქვაბების, თმოგვის ციხის და სხვათა სახით.

ვარძიარეზორტის ტერიტორიაზე ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ყოველდღიურობისგან იზოლირებულ სამყაროში იგრძნოთ. აღდგენილი უძველესი ტერასები, ხეხილის ბაღები, აუზები, ჩანჩქერები, სათამაშო სპორტული მოედანი და შთამბეჭდავი ხედი კლდეში ნაკვეთ ქალაქ – ვარძიაზე. აქვე შეძლებთ თავად დაამზადოთ და დააგემოვნოთ ტრადიციული მესხური კერძები და დაესწროთ ღვინის დეგუსტაციასა და სხვადასხვა კულინარიულ მასტერ-კლასებს.