ვარძია რეზორტის ერთ-ერთი მთავარი მშვენება მისი ბაღია: მესხური ლანდშაფტისათვის დამახასიათებელ ქვებისა და ტერასების “სიმფონიას” ბუნებრივად ასრულებს საქართველოს ამ კუთხეში გავრცელებული ყვავილები და ხე-ბუჩქები.
ჩვენი ბაღი არც თანამედროვე მებაღეობის ტენდენციებს ჩამორჩება, რაც მის უნიკალურ სილამაზესა და მომხიბვლელობას განაპირობებს.