რესტორანი

earendil

05 მაისი 2019

კომენტარები ჯერ არ არის

რესტორანი

ვარძიარეზორტის რესტორანი დამსვენებელს ქართულ-ევროპული კერძების ფართო არჩევანს თავაზობს. მისი მთავარი იდეაა მესხური კულტურისა და ტრადიციების სტუმრისთვის თვალნათლივ ჩვენება.

რესტორნის მენიუ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრის გემოვნების გათვალისწინებით არის შედგენილი. აქ გაცოცხლებულია და ახალი სული აქვს შთაბერილი ტრადიციულ უძველეს მესხურ კერძებს. ყველაფერი, რაც რესტორანში სტუმარს მაგიდაზე ხვდება, დამზადებულია ადგილზე მოყვანილი ახალი, ნატურალური პროდუქტისგან. სწორედ ამიტომ აქ ყველაფერი გემრიელი და ხარისხიანია.

რესტორანში მესხურ ტრადიციულ თათარბერაკსა და მოშუშულ ხინკალს დაბრაწულ ხახვთან, ნივრის სოუსსა და ადგილობრივ მაწონთან ერთად მიართმევენ, რაც საქართველოს ამ კუთხის კულინარიის შემადგენელი ნაწილია.

ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია ადგილობრივი მწნილეული; წვნიანები (მაგ:თუთმაჯი), მესხური ფენოვანი ხაჭაპური, ბიში-ლუხუმი და სხვა.

რძე-მაწვნის კერძებსა და ყველს მესხურ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მისი მრავალფეროვნება ჩვენს რესტორანშიც შესაბამისადაა წარმოდგენილი: ტენილი, ჩეჩილი, თავი-ყველი, ცხვრის ყველი, ჩეჩილი-სულგუნი და ა.შ.

მხოლოდ ჩვენს რესტორანში სტუმრებს ექსკლუზიურად შეუძლიათ დააგემოვნონ თუთის სუფთა წვენისგან დამზადებული ძმარი, რომელსაც სალათებსა და კერძებს უმატებენ.

არც ჩაის მოყვარულები დარჩებიან ჩვენთან სიამოვნების გარეშე. მათ ველური პიტნის, ვარდის ფურცლის, მარმიჭის, ალუბლისა და კომშის ფოთლების, ქონდრისა და ნეგოს ჩაით ვუმასპინძლებთ და ვიზრუნებთ, რომ არომატებისა და გემოების უჩვეულო შეხამებით ისიამოვნონ.