მარანი, ღვინის დეგუსტაცია

Vardzia Resort

03 მარტი 2019

კომენტარები ჯერ არ არის

საკუთარი ხელით ნებისმიერ პროცესში ჩართვა ადამიანისთვის განსაკუთრებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებთან ასოცირდება.

რა ჯობს ტერასის აუზებიდან საკუთარი ხელით ამყვანილ კალმახს, რომლის გემოვნურ თვისებებსა და არომატს ცოტახანში საკუთარ თეფშზე თავად იხილავ.

არაფერია საკუთარი ხელით მოზელილ ცომზე უმჯობესი, რომელსაც თონეში შენვე გადააქცევ უგემრიელეს თონის პურად, ხაჭაპურად ან სულაც მესხურ ქადად.

შეგიძლია ხილის გადამუშავებაში გამოსცადო თავი და არომატული ჩირი, იქვე, ასწლოვანი მუხის ქვეშ გაშლილ სუფრაზე დააგემოვნო.

საწნახელში ჩასვლაზე რას იტყოდი? ხომ იცი, შენითვე დაწურულ ღვინოს სულ სხვა გემო აქვს.

ამავდროულად, ღვინის მარანშიც შემოგიპატიჟებთ, სადაც ჩვენი უნიკალური და ენდემური ჯიშის ვაზის ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობაც გექნებათ, რომლებიც, მესხური ტრადიციების თანახმად, ტერასებზეა გაშენებული.