არ აქვს მნიშვნელობა, დასვენების როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას, პასიურსა თუ აქტიურს, გიყვარს გასტრონომია, კულტურა თუ უბრალოდ მისდევ აქტიურ ცხოვრების სტილს. ვარძია რეზორტში ნებისმიერი გემოვნების, სტილისა თუ ინტერესის ადამიანისთვის გამოინახება ადგილი.
აქტიური დასვენების მოყვარულს, შეგიძლია მეგობრები გამოიწვიო გონებრივ დაპირისპირებაში და თქვენს შორის საუკეთესო გამოარკვიოთ ჭადრაკის მეშვეობით. გამოსცადოთ თქვენი მიზანი და აკურატულობა დარტსისა და მშვილ-ისრის მეშვეობით. შეამოწმოთ თქვენი ფიზიკური ფორმა და ითამაშოთ კალათბურთი და ფეხბურთი. იღბალსა და უნარებს ერთდროულად ენდოთ და გააგოროთ კამათელი ნადრში. შეამოწმოთ თქვენი რეფლექსები და უნარები პინგ-პონგით. ბილიარდისა და კარტის სათამაშო მაგიდებიც მუდამ თქვენს განკარგულებაშია.